ადვოკატთა საყურადღებოდ!

21 ნოემბერი 2013

გაცნობებთ, რომ 2013 წლის 8 დეკემბერს დანიშნულ  ს.ს.ი.პ. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საერთო კრებაზე გაიმართება ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევნები.

 

გთხოვთ, ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრობის მსურველებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-131-1 მუხლის თანახმად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრის 18:00 საათამდე, წარმოგვიდგინოთ განცხადება არჩევნებზე თქვენი ნომინირების  შესახებ.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-131-2 მუხლის თანახმად,  კანდიდატი უფლებამოსილია წარმოადგინოს თავისი კანდიდატურა მხოლოდ  ერთ არჩევით ორგანოში.

 

ნომინირებისთვის საჭირო საბუთები:

  1. განცხადება ნომინირების შესახებ;
  2. ავტობიოგრაფია ან CV;
  3. პირადობის  მოწმობის ასლი;
  4. ადვოკატის მოწმობის ასლი.

 

ადვოკატებს, რომელთაც სურვილი აქვთ იყვნენ არჩეულნი ადვოკატთა ასოციაციის მმართველ ორგანოებში, შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საარჩევნო პროგრამა (ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე: info@gba.ge). საარჩევნო პროგრამა განთავსდება ასოციაციის ვებ–გვერდზე.

 

კანდიდატებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ

 ს.ს.ი.პ.“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ოფისში

შემდეგ მისამართზე:ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N 36.

სამუშაო  საათები: ორაბათი-პარასკევი 10:00 -18:00

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 2 22 46 54: 790 22 46 54; 18 34 86.

ელ. ფოსტა: info@gba.ge

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი